მოსკოვის ცენტრში, ტეტერინსკის შესახვევში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი საოფისე შენობის სახურავზე საზენიტო კომპლექსი, სავარაუდოდ “Pantsir-S1″ი დაამონტაჟეს.
ამის შესახებ ცნობები და შესაბამისი ფოტოები სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს.
რუსეთის და მოსკოვის ხელისუფლებებს საზენიტო კომპლექსის სავარაუდო დამონტაჟების შესახებ ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.
სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი და ტელეგრამის არხების ავტორები ვარაუდობენ, რომ ანტისარაკეტო სისტემა მოსკოვის ცენტრში უკრაინიდან თვითმფრინავის შესაძლო თავდასხმისგან დასაცავად დამონტაჟდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ლოსის კუნძულზე საჰაერო თავდაცვის ბატარეის განლაგების შესახებ.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო სავარაუდოდ საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პანცირC1”-ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავზე განლაგების შესახებ, მაგრამ ამ ცნობის ნამდვილობა არ არის დადასტურებული.