მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტია, ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან

ვიოლა ფონ კრამონი – მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტია, ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს

არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ვებინარზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.

 

ევროპარლამენტარის თქმით, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ განცხადებები უნდა იყოს ძალიან გასაგები.

 

“მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით. ისინი ყოველ დღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა კრამონმა.

მსგავსი სიახლეები