აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მთავრობას მოუწოდებს, სერიოზულად მოეკიდოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სრულ ნდობას უცხადებს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ის მოინახულონ პროფესიონალებმა და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ, რომელმაც ჩაატარა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ძალიან სერიოზულად მოეკიდოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
სახალხო დამცველის ოფისს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და სრული ნდობა გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.