მე რომ პრემიერი ვიყო, პირველ რიგში, სუს-ის ხელმძღვანელს დავითხოვდი!

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ საინფორმაციო სააგენტო “აიპრესს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საუბრის თემა იყო ის ე. წ სუს-ის ფაილები, რომელიც საჯაროდ გავრცელდა და სადაც არაერთი ადამიანის პირადი სახის საუბარი უკანონოდაა ჩაწერილი.
ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს შემოგთავაზებთ.

პირველი, დავითხოვდი სუს-ის ხელმძღვანელს და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ნორმალური, გამჭვირვალე, ღია და უმკაცრესი გამოძება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე ხომ მესმის, ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, სხვანაირად ამ ყველაფრის მაღალი ხარისხის ნდობით განხორციელება, უბრალოდ შეუძლებელია. ერთი რამეა აქ ჩემთვის მთავარი, თუ სახელმწიფომ ყველაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეს უმძიმესი ინციდენტი, ქვეყნის კი არა სახელმწიფოსთვის ისე იქნა გამოძიებული, რომ ყველა შესაძლებელ კითხვას მაქსიმალურად პასუხი გაეცეს, ისე რომ მოქალაქეებს კითხვის ნიშანი არ დარჩეთ, შეუძლებელი იქნება სახელმწიფო აპარატის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სრულფასოვანი ფუნქციონირება.

ჩვენი ქვეყნისთვის ეს რას ნიშნავს, ყველას კარგად გვესმის იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განზომილება რაღაც დონეზე მაინც რომ აკმაყოფილებდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მოქალაქისა და უსაფრთხოების აპარატს შორის, ელემენტარული ნდობა მაინც უნდა იყოს. სხვანაირად ეს ვერ მოქმედებს, ამ ნდობის აღდგენას დრო სჭირდება, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ გამოძიების ღიად, გამჭვირვლედ და სრულფასოვნად ჩატარების შემხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ვერ იქნება სრულფასოვანი და ეს სახელმწიფოსთვის არის უმძიმესი პრობლემა, განსაკუთრებით ოკუპირებული სახელმწიფოსთვის ჩვენს რეგიონში და იმ სამეზობლოში რომელშიც ვართ.

 თქვენს პერიოდზე “იშვერენ თითს” ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით და არც ისე უსაფუძვლოდ. თქვენი პრემიერობის დროს არის ბევრი ეპიზოდი ჩაწერილი. კონკრეტული გვარები დაასახელეს თქვენი პარტიიდან, რომელთა შორისაა გიორგი ხოჯევანიშვილი. თქვენ მასზე განაცხადეთ, რომ მოსმენების განყოფილებასთან შეხება არ ჰქონდა, რაც სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სუსტი არგუმენტია, რადგან ის შეიძლება არ იყო მაგ დეპატამენტში, მაგრამ საკმაოდ მაღალი თამანდებობა ჰქონდა საიმისოდ, რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბევრი რამ. ცხადია, ვერსიის დონეზე ვსაუბრობ და არაფერს ვამტკიცებ. იმაზე, თუ იღებთ პასუხისმგებლობას,  რომ ეს ყველაფერი ხდებოდა თქვენი პრემიერობის დროს? 

რა თქმა უნდა! სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩემს ინტრესებშია და ყოვლთვის ჩემი მოთხოვნა იქნება სრულფასოვანი გამოძიება, ისეთი გამოძიება, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება.

ახლა მე შემხვედრი კითხვა მაქვს: თქვენ როგორ აფასებთ, როგორც გამოცდილი ჟურნალისტი, რომელიც წლებია პოლიტიკას აკვირდებით, როდესაც მსგავსი უმძიმესი ექსესის შემდგომ, ერთი პარტიის პოლიტიკური ბოსები გამოდიან და ხელს იშვერენ კონკრეტული ადამიანების მიმართ და არ ასახელებენ სხვა მოადგილეებს, ან სხვა ხელმძღვანელებს, რომლის პიდაპირ მოვალეობაში შედიოდა ამ ქვედანაყოფების კონტროლი?! არ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული? ან როგორ აფასებთ მაგალითად, სამართლიანია, როცა ხოჯევანიშვილის გვარს როცა ამბობენ, არ აგრძელებენ და არ მოჰყვება სხვა მოადგილეების გვარი და კიდევ სხვა ადამიანების გვარი, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი წვდომა ჰქონდათ ამ ინფორმაციაზე. არ ფიქრობთ ამაზე?

და მეორე,  რაც შემიძლია გითხრათ, არასოდეს არავისთვის არ მიმიცია დავალება, რომ თქვენთვის, ან ხაზის მეორე მხარეს მყოფი სხვა პირებისთვის  მიეყურადებინათ. მე ეს ხომ კარგად ვიცი. ისევე, როგორც არავისთვის მიმიცია ისეთი დავალება, რომ ეთვალთვალათ ჟურნალისტებისთვის. რა თქმა უნდა, უშიშროების სამსახური არსებობს იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს, რა თქმა უნდა მათთვის, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის, მოსმენები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მაგრამ როგორც კი სახელმწიფო ინსტიტუტი ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, თავისი პარტიის ინტერესებში, პოლიტიკური რესურსი აღარ არის. ზუსტად იგივე ხდება დღეს, როდესაც პარტიას პოლიტიკური რესურსი არა აქვს, ის იძულებულია გამოიყენოს და უკანონო დავალება მისცეს პოლიციელს – წადი დააშინე, შემოსავლების სამსახურის მოხელეს –  წადი შეამოწმე, სოციალური დაცვის და მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს – მოუხსენი სოციალური დახმარება.

რატომ ვუცხადებ მე სოლიდარობას საჯარო მოხელეებს, იმიტომ რომ ყველაზე ცუდ დღეში დღეს ისინი არიან. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს ემსახურონ, მათ უწევთ კონკრეტული პარტიული დავალებების შესრულება, თან არაადამიანური დვალებების შესრულება. ეს ადამიანები შეიძლება აპოლიტიკურები იყვნენ, საერთოდ არ აინტერესებდეთ პოლიტიკა, იყვნენ კარგი ფინანსისტები, სოციალური, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტები, კარგი მასწავლებლები, პოლიციელები და მათ დღეს ვიღაცა აიძულებს წავიდნენ, პირადი ნომრები შეაგროვონ, რომ ხმები მისცენ და ეს ყველაფერი ხდება სისტემურად. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ პარტიას აღარ აქვს უკვე პოლიტიკური რესურსი, ამიტომ ის პარაზიტობს სახელმწიფო ინტიტუტებით.

ანუ, თქვენს წილ პასუხისმგებლობას მოსმენებზე იღებთ?

იგივე არის ეგ ნაწილიც, რა თქმა უნდა ჩემი პასუხისმგებლობა არის. რა თქმა უნდა, ამიტომ ვითხოვ სწრაფ, გამჭვირვალე, სრულფასოვან გამოძიებას. აი უყურეთ, გამოძიება ორი დღის დაწყებულია და დაეწყვნენ ქვეყნის პირველი, მეორე, მესამე, მეათე პირები, გამოვიდნან და ამბობენ, რომ ხოჯევანიშვილი, გახარია, ქემოკლიძე, საბანაძე… გააგრძელონ გვარები. იქ დაახლოებით 15-20 გვარია კიდევ, რომელებიც მათი პარტიის წევრები არიან, რომლებსაც უფრო ახლო წვდომა ჰქონდათ ამ ინფორმაციაზე.

თქვენ რომ გააგრძელოთ ეს გვარები?

გავაგრძელებ, ახლა არ მახსოვს უბრალოდ ამ მოადგილეების გვარები. გგონათ დისკომფორტი მაქვს რამეში? არა! უბრალოდ არ მახსოვს ამ ხალხის გვარები.  ვამბობთ, რომ თანაბარი მიდგომა გვაქვს? მაშინ, თუ ხოჯევანიშვილზეა ეჭვი, დანარჩენებზეც ეჭვი უნდა იყოს. იმ პირობებში, როდესაც გამოძიება ან დაწყებულა, ან ორი დღის დაწყებულია, გამოძიებას ფაქტები არ უთქვამს და სახელმწიფო მოხელე თავის თმენის ვალდებულებას ვერ იაზრებს და ნიშნავს თეორიულ პოტენციურ დამნაშავეებს. მე ვფიქრობ, რომ ამან დააშავა, ნუ ეს რა არის? სამარცხვინოა!

IPRESS.GE

მსგავსი სიახლეები