TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან მყოფ გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სასტიკად ნაცემია ტელეკომპანიის ოპერატორი და დამტვრეულია აპარატურა. მელაძის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს მობილური ტელეფონები დაუმტვირეს და მათ ვერ უკავშირდებიან.
ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილე ძალადობრივი ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს.
პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს, მათ შორის, ფორმულას, რუსთავი 2-ის, On.ge-ის, ნეტგაზეთისა და სხვა მედიების წარმომადგენლებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ჟურნალისტების აქციას განარიდეს. როგორც ტაბულას, შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, უწყებაში არ აქვთ ინფორმაცია ამ დრომდე დაკავებულები არიან თუ არა ძალადობრივი ჯგუფის წევრები.