რუსული მედიის მტკიცებით, მარიუპოლის აეროპორტი მთლიანად დონეცკის “სახალხო რესპუბლიკის ძალების” კონტროლის ქვეშაა.
მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა. ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. აგრესორის სამხედროები ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს გაანადგურეს საავადმყოფო და სამშობიარო. დაბომბეს თეატრი, რომლის სარდაფსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. თუმცა, თავშესაფარმა რუსულ ბომბებს გაუძლო და ხალხი გადარჩა. არსებული ინფორმაციით, მათი ევაკუაცია დასრულებული არ არის.
როგორც უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ დღეს განაცხადა, თეატრიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, სარდაფებში კი 1300 ადამიანია დარჩენილი.