ზუგდიდში “ლეიბორისტული პარტია” პროპორციული სიის ექვსმა წევრმა დატოვა. შალვა ნათელაშვილის პარტია პროპორციული სიის მეშვიდე ნომერმა ხათუნა ყალიჩავამ, პროპორციული სიის მე-12 ნომერმა ლანა გაგუამ, ასევე სიის კიდევ ოთხმა წევრმა გელა ჩაბალუხამ, რობერტ ფონიამ, იაკობ პაჭკორიამ და ვახტანგ ფიფიამ დაწერეს.
პროპორციული სიაში მყოფთაგან ერთ-ერთმა ვახტანგ ფიფიამ, მისი სიაში ყოფნის შესახებ საერთოდ არ იცოდა და ლეიბორისტულ პარტიას მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ექვსივე კანდიდატმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან მოხსნის შესახებ უკვე მიმართეს.