„სამოქალაქო განცითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) -ს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კუხიანიძე, პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, შარლ-მიშელის შეთანხმენის დარღვევასთან დაკავშირებულ მოცემულობას გამოეხმაურა.
ბენჟამინ ფრანკლინის სიტყვებს მოვიშველიებ – ცარიელი ტომარა ვერ დადგება; ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ეს ცარიელი ტომარაა; ამის შესახებ ქართულ ოცნებაშიც კარგად იციან და კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაშინ როდესაც განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, თვითმმართველობის არჩევნებში სულაც რომ 3% აიღონ. მინდა ავღნიშნო, რომ მმართველი გუნდის მხრიდან არსებული, ასეთი დამოკიდებულება მათ უარეს შედეგებამდე მიიყვანს და ამას ძალიან მალე ვიხილავთ ყველა ერთად.
როგორც ჩანს კვლევებს გადახედეს, მათ შორის შიდა კვლევებს და გარდაუალი მოცემულობის თავიდან აცილებისა და ხელისუფლების დაკარგვის რისკის შესამცირებლად მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება.
მმართველი პარტიის მხრიდან შარლ-მიშელის შეთანხმების დარღვევა, პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის დასავლური და ევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობა გახლავთ, რაც ცალსახა პრო-რუსული „თამაშის“ ნაწილია.
შემაშფოთებელია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას სახელისუფლებო გუნდი არღვევს. სახელისუფლებო გუნდს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის განვითარებას და წინსვლას აფერხებს, რაც თავისთავად ნეგატიურ ჭრილში აღიქმევა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ძალიან მალე, არაჯეროვნად განმუხტული პოლიტიკური კრიზისიგამწვავდება, რაც თავის მხრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან და კრიზისის აქტიურ ფაზაში გადავალთ.
„ქართულ ოცნებას“ მივმართავ: თქვენი მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას, საქართველოს ჯანსაღი მომავალი არ შესწიროთ.