საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,68%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 423 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 386 998 გამოჯანმრთელდა, 5 876 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126.
კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 228 პირი.