Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 631 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 573 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 061 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 402 759-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.3 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.