„კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”,- განაცხადა ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას.