ანა ბუჩუკური – კვლევამ აჩვენა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომლის რეიტინგი არის მზარდი დანარჩენი პარტიები, მათ შორის, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სრულად დაშორდა ხალხის რეალურ გამოწვევებს და მათი რეიტინგი შესაბამისად კლებულობს
– ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან განაცხადა, რითაც IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
“ქართული ოცნების კომენტარი ჩვენთვის საინტერესო არ არის. კვლევამ აჩვენა რომ ჩვენი პარტია, პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოში არის ერთადერთი პარტია, რომლის რეიტინგი არის მზარდი და კვლევამ აჩვენა, რომ დანარჩენი პარტიები, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სრულად დაშორდა ხალხის რეალურ მოთხოვნებსა და რეალურ გამოწვევებს და მათი რეიტინგი შესაბამისად კლებულობს. როგორც იცით ჩვენი პარტია დაფუძნებული არის დაახლოებით ორი თვეა. ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები უშუალოდ ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა ეს აისახება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პარტიის მზარდ რეიტინგში”. – განაცხადა ანა ბუჩუკურმა