ისეთი დანაკარგი აქვთ, რომ კრემლის მეხოტბე “ექსპერტები” და “ანალიტიკოსებიც” გაჩუმდნენ

ტელეგრამის არხი “აკრძალული აზრი” უკრაინაში რუსული არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგზე წერს და აღნიშნავს, რომ ის იმდენად დიდია, რომ კრემლის მეხოტბე “ანალიტიკოსები” და ექსპერტებიც” კი გაჩუმდნენ.

როგორც აღინიშნება, თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ „არანაირი დანაკარგი“ არ ჰქონდა, შემდგომ ითქვა – „ზარალი არის, მაგრამ უმნიშვნელო“, შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მოსალოდნელზე მეტი ზარალია, მაგრამ ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ რუსი სამხედროები უკიდურესად პატივს სცემენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას (რეგულარულად ბომბავს ქალაქის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ბავშვთა სახლებს და სამშობიაროებს) და ისინი კი, როგორც მოღალატეები, “მოლოტოვის კოქტეილებს“ესვრიან”.

შეიცვალა ასევე რიტორიკა – „არავინ აგზავნის წვევამდელებს უკრაინაში“, და გახდა – „წვევამდელები არიან, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია და ადგილებზე გადამეტებებია, რისთვისაც ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება“.

“აკრძალული აზრი” წერს, რომ შემდეგი ეტაპია იმის აღიარება, რაც ყველასთვის უკვე ფაქტია, რომ “მოსალოდნელზე მეტი” კი არა, რეალურად დიდი დანაკარგია. და ეს არა “უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ეშმაკობის” ბრალია, არამედ პუტინის სამხედრო ხელმძღვანელობის სისულელეების გამო ხდება, რომელიც გეგმავდა უკრაინის ხელში “ორ დღეში ჩაგდებას და მცირედი სისხლისღვრით ყველაფრის დასრულებას”.

“შედეგად – „არა ომი“ არამედ “სპეცოპერაცია” უკვე ორი კვირაა გრძელდება და პუტინის ოკუპანტები მასში წარმატებას დღემდე ვერ აღწევენ და რეალურმა დანაკარგებმა მიაღწია იმ მასშტაბებს, რომ მეხოტბე „ექსპერტებიც“ კი „ანალიტიკოსებიც“ გაჩუმდნენ. და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ წინ უარესი მოხდება. ყველაზე გონივრული იქნებოდა (შეძლებისდაგვარად ამ შემთხვევაში) მარცხის აღიარება და ცნობილი მარშრუტით კოჭლობით უკან დაბრუნება (გემის კვალდაკვალ), მაგრამ პუტინი გააგრძელებს “ყველა დროის დიდი გეოპოლიტიკოსის” როლის მორგებას უკანასკნელ რუს ჯარისკაცამდე”, – წერს “აკრძალული აზრი”.

მსგავსი სიახლეები