იმ ქვეყანაზე გვეუბნებიან კარგიაო, რომელიც ეხლაც იტაცებს და ხოცავს ჩვენს მოქალაქეებს…

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ამჟამად  ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძეთავის facebook გვერდზე, რუსეთთან ფრენებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას ეხმიანება:

ეს ჩვენი მთავრობა და მმართველი ძალა, იმ ქვეყანასთან მიმოსვლაზე გვეუბნებიან კაგრიაო, რომელიც ჩვენსავე ტერიტორიაზე არ გვიშვებს და თავისაზე გვეპატიჟებაო, იმ ქვეყანაზე გვეუბნებიან კარგიაო, სულ ახლო წარსულში,
ათასობით ქართველი, რომ დაგვიხოცა და ასიათასობით კი დევნილებად გვიქცია… იმ ქვეყანაზე გვეუბნებიან კარგიაო, რომელიც ეხლაც იტაცებს და ხოცავს ჩვენს მოქალაქეებს…
ეხლა გამოდიან და ამ ყველაფრერს იმით ამართლებენ, რომ ნაცების და მიშას დორსაც მასე იყოო… (ანუ მიშა ხვდებოდა რუსებს საზღვარზეო შამპანიურითო) ხოდა მაგათ დროს რომ მასე იყო და არ მოწონდა ხალხს და კიდევ ბევრი სხვა რამის გამოც, მაგიტომაც “ააცმევინა” ხალხმა ხელისუფლებიდან.
აი ეს უდნა ახსოვდეთ კარგად!
წერს: გიორგი ყუფარაძე

 

მსგავსი სიახლეები