საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანი, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი, რომელიც მეოთხედი საუკუნე სტუდენტად ირიცხებოდა და 25 წელი ბაკალავრის დიპლომის აღებას მოანდომა – “ნოდარ მელაძის შაბათი” გიყვებათ სოსო ტყემალაძეზე, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილის თვალი და ყურია.
“შაბათის ეთერს” კომფიდენციალურმა წყარომ, ბიძინა ივანიშვილის მეთვალყურის ბიოგრაფიული მონაცემები მიაწოდა.
ირკვევა, რომ 1995 წელს ის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აკადემიური ჩამორჩენისთვის გარიცხეს. ანუ სამიანები ვერ მიიღო. 2003 წელს მან სტატუსის აღდგენა შეძლო, თუმცა 2004 წელს უნივერსიტეტიდან ისევ გარიცხეს, ფათერაკებით სავსე გზა დიპლომის მისაღებად 2014 წელს განაახლა და ქართულ-ევროპულ სასწავლებელში ჩაირიცხა. საბოლოოდ ბაკალავრის დიპლომი 25 წლის თავზე აიღო.
“ქართული ოცნების” წევრებთან კომუნიკაციის შედეგად დავადგინეთ, რომ იოსებ ტყემალაძე ახლა განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს, მას ივანიშვილი ენდობა, მათი გზები აბასთუმანში ოლიგარქის პროექტების მშენებლობისას გადაიკვეთა.
“შაბათის ეთერის” წყაროს ინფორმაციით, პარტიაში იოსებ ტყემალაძეს ე.წ. პარტიული საერთო შეგროვება ევალება.