ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერებმა სტუდენტები სცემეს – ირკვევა,რომ სპორტსმენები “ქართლმა ოცნებამ” უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტების დასარბევად გააგზავნა.
“ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მოძალადე, გიორგი ბარბაქაძე სტუდენტის მოხრჩობას, შემდეგ კი ჯგუფურად ჩაქოლვას ცდილობს.
“პირველების” მიერ დადგენილი და გაშიფრულია ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სტუდენტებს არბევდა.
დარბევის ერთ-ერთ მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა რაზმის წევრია, მეორე კი კახი კალაძის ცოლის ძმის გიორგი არეშიძის საძმოს წევრი ნოდარ მათიაშვილი.
თავდამსხმელებიდან ერთ-ერთ ნიკოლოზ მელიქიშვილია, მისი Facebook დოსიედან, ირკვევა რომ თბილისის მერიასა და ისნის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობს.
“ქართულმა ოცნებამ” სტუდენტების დასარბევად სპორტსმენებიც გამოიყვანა – ასეთია თორნიკე კაპანაძე, რომრელიც, ერთ-ერთ სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს. “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ეს უკანასკნელი ახალგაზრდას წიხლს ურტყამს.
მოძალადეები პოლიციამ ადგილიდან განარიდა.