შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი “ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში მოვლენები “ღრმად სამწუხაროდ” ვითარდება.
“სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში. ქართულმა ოცნებამ მიატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?”- წერს კარლ ბილდტი.