„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 16 ნოემბერს, თბილისში ავტოკოლონებით აქცია – მსვლელობა გაიმართება.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, შეირჩა სამი ლოკაცია, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბებიან.
„გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია. აქცია- მსვლელობა ავტოკოლონებით გაიმართება და შეკრების სამი ადგილი იქნება.
14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა: „რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არადამიანური სახე“.