თბილისის რაიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„თელასის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის აბონენტების დაახლოებით ნახევარს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გათიშვის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.