ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის კელი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციასთან ბრძოლას ყოველთვის წააგებს.
“თავი დაანებე კელი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს ბრძოლაა, რომელსაც ყოველთვის წააგებ”, — წერს ის ტვიტერზე.
2 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს ელჩი კი არა. ასე უპასუხა მან საარჩევნო ბარიერის დაწევაზე უარის თქმაზე კელი დეგნანის კრიტიკას.
კელი დეგნანმა ირაკლი კობახიძეს უპასუხა და თქვა, რომ საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილებას მასაც აქვს.