თავდასხმა “ტვ პირველის” დამფუძნებელზე – კელი დეგნანის პირველი კოემნტარი

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საელჩოს ტერიტორიაზე “ტვ პირველის” მფლობელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩო ფაქტს უკვე სწავლობს. დიპლომატი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები შემაშფოთებელია:

ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, არ ვიცით თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებული ვართ, იმ ცნობებით რომ ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ.

გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის რა მნიშვნელოვანია, როცა ქართველები ერთიანდებიან და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური ღონისძიება”- განაცხადა კელი დეგნანმა.

tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები