კოჯორის დასახლებაში შპს “ტაბახელმა ვილიჯმა” ფარულად შეისყიდა 9100 კვ მეტრის მიწის ნაკვეთები და მათზე არსებული შენობა ნაგებობები სადაც 23 წელია სოც დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. შპს ტაბახმელა ვილიჯი ეკუთვნის ვინმე: ლაშა სიხარულიძეს, მაგრამ სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სიხარულიძის უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები დგანან.
რამოდენიმე დღის უკან, ერთ-ერთი მოსახლე დაიბარეს პოლიციაში და წაუყენეს ბრალი, უკანონო შეჭრაზე და სასამართლო პროცესიც ძალიან დაჩქარებული წესით გაიმართა და ამ ადამიანს 1000 ლარი გირაოც შეეფარდა.
ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძე, აცხადებს რომ, ეს ყველაფერი ხდება სხვა მოსახლეების დაშინების მიზნით და რამოდენიმე ოცნების მაღალჩინოსანი ამ ყველაფერში იყენებს პოლიციასა და პროკურატურას.
შპს “ტაბახმელა ვილიჯის” უკან რომ ვიღაც დგას დაახლოებით უკვე ვიცით ვინც, ეს ფაქტია და ვადგენთ თუ ვინ არიან ის ხალხი და რამოდენიმე დღეში მოვახსენებთ საზოგადოებას მათ ვინაობას.
სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი მოსახლეობის თხოვნით ჩართული ვართ ამ საქმეში და არავის მივცემთ იმის საშუალებას საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ვინმე დაჩაგრონ!
განაცხადა გიორგი ყუფარაძემ
განაცხადა გიორგი ყუფარაძემ