რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ეჭვქვეშ აყენებს, იარსებებს თუ არა უკრაინა უახლოეს მომავალში.
„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას სურს თავისი ოკეანისგაღმელი ბატონებისგან, „ლენდ-ლიზით“ თხევადი ბუნებრივი აირი მიიღოს და გადახდა 2 წლის შემდეგ დაიწყოს. სხვაგვარად, მომავალ ზამთარს, უბრალოდ გაიყინება.
ჩნდება კითხვა – ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიოს რუკაზე?
თუმცა ამერიკელებისთვის უკვე სულერთია – მათ უკვე იმდენი ჩადეს პროექტში „ანტირუსეთი“, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის წვრილმანია“, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამ არხზე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დიმიტრი მედვედევი სოციალურ მედიაში შესამჩნევად გააქტიურდა. ის მუდმივად აქვეყნებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განცხადებებს.
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ მიუთითებს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის ეს უკანასკნელი განცხადება.
„დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის განადგურებაა, რომ ომის მიზეზი არც დონბასის მოსახლეობაშია, არც NATO-სგან მომავალ საფრთხეში და მით უმეტეს, არც „ბიოლაბორატორიებსა“ და „ბირთვულ სამუშაოებში“,