“მთავარმა არხის” ინფორმაციით, დაადგინეს, ვინ არის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილს, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიყვანისას მიმართა ფრაზით “ჩაგიგდეთ, ჩიტო, ხელში?” და შეაგინა.
ტელეარხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პირი მე-18 დაწესებულების დირექტორის მოადგილე გოგა ორდენიძეა.
გოგა ორდენიძე წარსულში ნასამართლევია: 2001 წელს მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ქრთამის აღება დაუმტკიცეს.
დაკავების დროს გოგა ორდენიძე ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
ორდენიძემ სასჯელის ნახევარი მოიხადა და ამნისტიით გათავისუფლდა, სასჯელაღსრულების სისტემაში კი კახი კახიშვილმა დააბრუნა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მინისტრი გახდა.