ვიდეო – შშს–ს სისტემიდან 5428 თანამშრომელი წავიდა

პოლიციელები ფორმას იხდიან და ქვეყნიდან მიდიან – სისტემიდან 5428 თანამშრომელი წავიდა

“15 წელი ვიმსახურე ძალოვან სისტემაში, მაგრამ რთულია, ემსახურო სახელმწიფოს, რომელიც შენი მტერია”-  სპეცრაზმი, პატრული, საგამოძიებო სამსახური,  კრიმინალურ პოლიცია”, – “შაბათის ეთერმა” მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ფორმას ერთ მეორეს მიყოლებით  იხდიან და ქვეყნიდან მიდიან.

გომელაურის უწყებიდან მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2020-21 წლებში და 2022 წლის  პირველ კვარტალში  შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5428 თანამშრომელი წავიდა. აქედან სისტემა პირადი პატაკის საფუძველზე 4195- მა პირდა დატოვა.   

სისტემიდან და ქვეყნიდან წასული ყოფილი ძალოვანების მშობლები ხელისუფლებისა და ხელმძღვანელების მხრიდან ტერორზე საუბრობენ.

“შაბათის ეთერმა” სამსახურიდან და ქვეყნიდან წასული სპეცრაზმელის დედა ჩაწერა, ქალი პირდაპირ ამბობს, რომ მისი შვილი აიძულეს, უწყება დაეტოვებინა,  ძალოვანს დედის მიერ რაიონში გამოთქმული პროტესტი არ აპატიეს. 

სისტემიდან პოლიციელთა მასობრივი წასვლის შესახებ ინფორმაციას ვახტანგ გომელაურის უწყება თვეების განმავლობაში მალავდა.  ბოლოს უწყება იძულებული გახდა, ეღიარებინა რომ მისი უწყებიდან 4000-ზე მეტი ადამიანი თავისით წავიდა. თავდაცის სამინისტრო კი დოკუმენტებს ამ დრომდე მალავს.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, შინაგან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის ბაზის თანამშრომლებმა თანამდებობები ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს. შიდა ქართლში მდებარე ამ ბაზიდან წასული სპეცრაზმელები ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით მოხვდნენ. სისტემა ახლაც იცლება, სპეცრაზმელები ქვეყნიდან  წასვლის გზებს ეძებენ.

ირკვევა რომ ხელისუფლების მთავარი  საყრდენი ძალა პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე უარს ამბობს და ვახტანგ გომელაურის უწყებას მასიურად ტოვებს.

ყოფილი პოლიციელი, “შაბათის ეთერთან” ჰყვება, რომ სამართალდამცველი უწყება, მთავარ სამართალდამრღვევად იქცა. პოლიციელი ძალოვან უწყებაში მუშაობის 15 წლიანი სტაჟით ამბობს, რომ  თანამშრომლებს უკანონო დავალებების შესრულება ყოველ დღიურად უწევთ. მათგან ხელისუფლების ოპონენტების კონტროლზე აყვანას ითხოვენ. 

ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავი სიები შექმნეს. არასანდო სპეცრაზმელებად შერაცხეს ისინი, ვინც ბრძანების კანონიერების დასაბუთებას ითხოვდა. სპეცრაზმის დაიღალა, რომ ოპოზციის ნებისმიერ აქციის დროს ღამის თენებას პარლამენტის სარდაფში აიძულებდნენ. გარდამტეხი 20 ივნისი აღმოჩნდა, როდესაც სისტემამ მოქალაქეებისთვის თვალების დათხრას ხელი მოაწერა.

 

მსგავსი სიახლეები