ვიდეო – როგორ ასწავლიან რუსეთის მოქალაქეებს გვერდი აუარონ საბანკო სანქციებს საქართველოში

 

როგორ ასწავლიან რუსეთის მოქალაქეებს გვერდი აუარონ საბანკო სანქციებს საქართველოში – “ნოდარ მელაძის შაბათის” გუნდი იმ ადამიანებზე გავიდა, რომლებიც ამ შავ-ბნელ გარიგებებშია კავშირში.

ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე, ქსენია ზიმენკო ვიდეომიმართვბში რუსეთის მოქალაქეებს უყვება, როგორ აარიდონ თავი საბანკო სანქციებს. აღმოაჩინა, ხრიკი, როგორ შეიძლება საქართველოში ჩამუსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ქართული ბანკის ბარათები აიღონ და ცხოვრება სანქციების გარეშე გააგრძელონ. 

“შაბათის ეთერის” გამოძიებით დგინდება, რომ ბათუმში ბინების ფასი ასტრონომიულ ფასებზე ავიდა. ქართველი მეპატრონეები ქართველ მდგუმრებს ქუჩაში უშვებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ბინები ორჯერ უფრო ძვირად გაქირაონ.

რუსეთის მოქალაქეებით მთელი ბათუმი გადაივსო – ეძებენ ბინებს ქირით და ბინებს შესაძენეად, შესაბამისად, ფასები გაიზარდა. ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რუსი აგენტბი ემსახრებიან.

გორგასლის ქუჩაზე სპეციალური ოფისიც მუშაობს – კატერინა, რომელიც უძრავი ქონების ექსპერტი რუსეთიდან, ახლა საქართველოში მუშაობს. ის ადასტურებს, რომ ბინებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და ფასებიც გაფრინდა.

ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქის საბროკერო კომპანიამ  ბოლო ერთ თვეში კოლოსალური რაოდენობის ბინები გაყიდა და გააქირავა. რუსეთის მოქალაქეებს კრისტინა იავორსკაია  ემსახურება, ის  კომპანიის დამფუძნებელია. რუსულენოვან მაკლერებთან ერთად ბათუმის 170 ზე მეტი სამშენებლო ობიექტის ბინებს ყიდის შავი კარკასის ფასი 900 დოლარიდან იწყება, რაც გასულ თვესთან  შედარებით  1/3 ით ძვირია. 

ბათუმში ბინებზე ფასების მატება, რომ  რუსეთისა და ბელორუსიის ქვეყნების მოქალაქეების საცხოვრებლად ამ ქალაქში გადმოსვლას  უკავშირდება, ზუსტად იციან ადგილობრივებმაც. ახლა ყველაზე მეტად ამ ქალაქში ცხოვრება ადგილობრივ სტუდენტებს გაუძვირდათ და გაუჭირდათ.

“შაბათის ეთერმა” გაარკვია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში, სასტუმრო “გალოგრეში” რუსულენოვანი საზოგადოების საღამოებზე იკრიბებიან. დახურულ კარს მიღმა, სადაც მხოლოდ ემიგრანტები არიან. ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რასაც ქუჩაში არ აღიარებენ.  ბინის იმ მფლობელებს დასცინიან, ვინც ბინებს ლონდონის ფასი დაადო. თუმცა გამოუვალი მდგომარეობის გამო, იძულებულები არიან, მაინც გადაიხადონ დიდი ფასი.

რუსეთის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული დახურული საღამოს სინამდვილეში მხოლოდ ერთმა ადამიანმა გააპროტესტა. რომელმაც ფარული თავშეყრის შესახებ შემთხვევით გაიგო.  საქართველოს ერთი მოქალაქის ხმა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის რომ დახურული წვეულება დროზე ადრე დასრულებულიყო. რუსულენოვანმა საზოგადოებამ სასტუმრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე დატოვეს.

სასტუმროს მფლობელი, სადაც ფარული თავშეყრა გაიმართა, წარსულში, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშობის მუხლით ნასამართლევ რუსლან გალოგრეს ეკუთვნის.

ნამდვილი კრიზისი ბათუმს უკვე ზაფხულში ელოდება როდესაც გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ამ დროს ბინების დიდი ნაწილი უკვე გაქირავებულია. ცოტა ბინა უფრო მეტ ფასს გაზრდილი მოთხოვნა კი სიძვირეს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები