პოლიტიკოსების მდიდრული არდადეგები – “შაბათის ეთერის” სრულიად აპოლიტიკური კითხვა “ქართული ოცნების” ლიდერების დიდი ნერვიულობის მიზეზი გახდა.
კახი კალაძემ საზაფხულო არდადეგები ყველაზე ადრე დაიწყო – პირველი იყო მილანი, შემდეგი პარიზი და მოგვიანებით – ალპები.
ალუდა ღუდუშაურმა ამერიკული არდადეგები მოიწყო. “ოცნების” დეპუტატი ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე პოზირებდა. მსოფლიოს დედაქალაქთან ერთად ამერიკაში ღუდუშაური ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა. თუმცა, უცნობია, რა ნახა ასეთი ალუდა ღუდუშაურმა ამერიკაში, რომ იქედან დაბრუნებულს, ჟურნალისტის კითხვა, როგორ დაისვენა უზრდელური მოეჩვენა. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა, ალუდამ რამდენჯერმე ჰკითხა ჟურნალისტს სად გაიზარდა და პასუხზე – ხარაგაულში, იკითხა: – მოგწონს ხარაგაული? რა გასწავლეს მერე, ესე უზრდელი იყავიო, გასწავლეს?
ქართული ოცნების მორაგბე დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ნიცაში ერთი კვირა გაატარა. დეპუტატი საზაფხულო არდადეგებით კმაყოფილია, თუმცა, არ ამბობს, რა დაუჯდა ეს დასვენება.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საზაფხულო არდადეგების დიდი დრო ავტოფარეხში გაატარა და ძველი “ვოლკსვაგენის” რესტავრაცია დაასრულა.
საბერძნეთში მდებარე კუნძული მიკონოსში გაატარა ცხელი ზაფხულის დღეები დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ. კურორტი ცნობილია, ბოჰემური იმიჯით.
“ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა საგულდაგულოდ დამალა თუ სად გაატარა ზაფხულის ცხელი არდადეგები.
პარიზზე გააკეთა არჩევანი ლევან კობიაშვილმა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, არჩევანი მთაზე გააკეთა.
მთაში ლაშქრობდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ხან თუშეთიდან ხან კი ჭიათურის ტყეებიდან ტვირთავდა.
რაჭაში ჩავიდა პარლამენტის ექს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
იტალიის ყველაზე დიდ კუნძულს სტუმრობდა მარიამ ქვრივიშვილი. დეპუტატი ცხელ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე პოზირებდა.