epa09667763 Riot police officers patrol in a street during rally over a hike in energy prices in Almaty, Kazakhstan, 05 January 2022. Protesters stormed the mayor's office in Almaty, as Kazakh President Kassym-Jomart Tokayev declared a state of emergency in the capital until 19 January 2022.  EPA-EFE/STR

(ვიდეო) – არეულობა ყაზახეთში და “ათობით” მოკლული – რა ვიცით ამ დრომდე

გასულ ღამეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქ ალმათიში მსხვერპლი მოჰყვა.

როიტერის ცნობით, პოლიციამ მედიას განუცხადა, რომ “ათობით” მეამბოხის “ლიკვიდაცია” მოხდა, რადგან ისინი ცდილოდბდნენ თავს დასხმოდნენ პოლიციის შენობებს.

ზუსტად უცნობია დაღუპულთა ოდენობა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა პოლიციის 8 თანამშრომელი.

რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი და ათობით ჯარისკაცი ხუთშაბათს ღამე შევიდნენ ალმათის მთავარ მოედანზე, სადაც ასობით ადამიანი დემონსტრაციას მართავდა. ქალაქის ქუჩებში ისმოდა სროლის ხმა.

 

დღეს ქვეყანაში მუშაობა შეწყვიტეს ბანკებმა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი.

ყაზახეთში გუშინ გაითიშა  ინტერნეტი და მოქალაქეებს ერთმანეთთან დაკავშირება სატელეფონო კავშირითაც უჭირთ. ქვეყნიდან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები