პუტინისტური ჯგუფები 5 ივლისს შეკრებას და ღირსების მარშის ჩაშლას აანონსებენ. ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისს დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე სკვერში შეიკრიბებიან და “ლგბტ+” თემის რუსთაველზე გამოსვლას დაელოდებიან.
“ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 5 ივლისს, 10 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის უკან და იქიდან ჩვენ დავიკავებთ მთელს რუსთაველის პროსპექტს. რუსთაველის ძეგლით დაწყებული, თავისუფლების მოედნით დამთავრებული, არ დარჩება ლოკაცია, რომელსაც ჩვენ არ გავაკონტროლებთ და არანაირი გარყვნილების ნორმალიზების მარში არ ჩატარდება.
გაითვალისწინონ, როგორც სახელმწიფომ ისე იმ ორგანიზაციამ წინა გამოცდილება, ცოტა ტვინი გაანძრიონ და მიხვდნენ, რომ საქართველოში, თბილისის მთავარ პროსპექტზე გარყვნილების აღლუმი არ ჩატარდება. რაც უფრო გაჯიუტდებიან, მით უფრო ცუდი შედეგი დადგება”.- თქვა ალტ-ინფოს წარმომადგენელმა, ზურა მახარაძემ.