ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს, რომლებსაც არსებული ინფორმაციით, 3 კვირა, ზუგდიდში მოქალაქის დაჭრის გამო ეძებდნენ. ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან, იქამდე კი სპეცოპერაცია სპეცრაზზმა ჩაატარა. კორპუსთან გაშლილი იყო უსაფრთხოების ბალიშიც, რადგან ძმები ხელყუმბარის აფეთქებით, ასევე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები ძალას გამოიყენებდნენ.