გიორგი გახარია: „გჯერათ დამთხვევის, რომ 9 წლის შემდგომ, პირველ ოქტომბერს არჩევნებამდე 7-8 საათით ადრე აკავებენ ყოფილ პრეზიდენტს, რომლის ფუნქცია ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო „გამოაჩინე სააკაშვილი – მიიღე ათასობით უფრო მეტი ხმა“? მაგრამ პროცესი ვეღარ მართეს და მიიღეს რეინკარნირებული ნაცმოძრაობა
ვამბობდი, რომ „ოცნებას“ არ შესწევს ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს და აი შედეგი. იმიტომ, რომ ოცნების ძირითადი ამოცანა დღეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. ახლა ჩემი წვლილი რა არის – მე რომ მივხვდი, რომ „ოცნების“ რიგებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ქვეყანაში იყო შეუძლებელი, ამიტომ გადავდექი. ამიტომ ვარ დღეს იქ, სადაც ვარ და სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.