ეს ქნა პატრიარქმა, რომლის დაპატიმრებასაც ნაცლიბერალები მოითხოვენ!

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ზაზა გახელაძის ტყვეობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“საოკუპაციო და სეპარატისტული რეჟიმების ტყვე ზაზა გახელაძე თავისუფალია!
ამდენად, ორიოდე თვის წინათ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ ზაზა გახელაძის ოჯახისათვის მიცემული სიტყვა შესრულდა, გადამწყვეტი როლი კი ამ საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ითამაშა, რომელმაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლება საგანგებო წერილით სთხოვა.
ეს ქნა პატრიარქმა, რომლის დაპატიმრებასაც ნაცლიბერასტები მოითხოვენ!
ეს ქნა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ნაცლიბერასტები გავეშებით ებრძვიან!
მადლობა, თქვენო უწმინდესობავ კიდევ ერთი ქართველის თავისუფლებისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის!” – წერს ხუბუა
კომენტარები

მსგავსი სიახლეები