“ომი ყველაფერს შავ-თეთრს ხდის.
მეგობარი – მტერია. საკუთარი – უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – ჩვენთვის უცხოა. როგორ მოიქცევა ქართველი ხალხი, რომელსაც ჩვენ 2008 წელს ყოველმრივ დავეხმარეთ – ვნახავთ. ისეთი საქართველო, როგორსაც ახლა ვხედავთ, ასეთი ხელისუფლებით და ხალხით, რომელიც ასეთ მთავრობას ირჩევს და ითმენს – ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც ეს ამ დრომდე ითვლებოდა) და ასეთს [საქართველოს] არ ვისურვებდი არც ევროკავშირში და არც NATO-ში. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და გადაწყვიტოს, სურთ თუ არა ჰქონდეთ უფლება ეწოდებოდეთ ერი და სანდო პარტნიორი.”- წერს უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანატოლი გრიცენკო სოციალურ ქსელში.