ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიასა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გამოიყენონ პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ “შიდა დემოკრატიული პროცესების გაუარესების გამო”.
„მიიღეთ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“ – წერია ანგარიშზე.
რეზოლუციაში ივანიშვილი “ოლიგარქადაა” მოხსენიებული.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დეპუტატებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარეს კენჭი. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ “საქართველოში დემოკრატია სუსტდება”.
ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიმართავენ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ გამოიყენოს უფლებამოსილება” მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და შეიწყალოს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.