ბარი “ამბავი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რომ დღეიდან მათს ობიექტში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ ერთჯერადად არის აცრილი.
“დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა. სიყვარულით, შენი ამბავი”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დღეს აცრა 4 სხვადასხვა ვაქცინით არის შესაძლებელი: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი