დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სურს უკრაინა საზღვაო ხომალდების საწინააღმდეგო სარაკეტო იარაღით მოამარაგოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით the Sunday Times იუწყება.
გამოცემის ცნობით, უკრაინის საპორტო ქალაქები, განსაკუთრებით ოდესა, სწორედ რუსული სამხედრო გემების მხრიდან იბომბება და საჭიროა სარაკეტო იარაღი მათ ჩასაძირად და რაკეტების ჩამოსაგდებად.
გამოცემა იუწყება, რომ პრემიერმა ბორის ჯონსონმა მინისტრებს უთხრა, რომ საჭიროა იარაღი ოდესის დასაცავად.
ქალაქი ოდესა რუსეთის ჯარმა დღეს დილითაც დაბომბა.