„თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი წულაია სტრასბურგში თავშესაფარს ითხოვს, ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ინფორმაცია ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას პოლიტიკოსი გოჩა ჯოჯუა ადასტურებს და აცხადებს, რომ წულაია საქართველოში დაცულად თავს არ გრძნობს.
„როცა მისი ბოლო სასამართლო პროცესი იყო, პროკურორმა მოითხოვა წულაიას დაჭერა და რეალურად, ის მიხვდა, რომ თუ ახლა არ დაიჭერდნენ, ყოველთვის ექნებოდათ საბაბი, რომ დაეკავებინათ, ამიტომ გადაწყვიტა სტრასბურგში წასვლა“,- განაცხადა ჯოჯუამ.
სააგენტო წულაიასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობს.
ცნობისთვის, გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივლისს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ყოფილი წევრი წინასწარი პატიმრობიდან 6 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.