„გირჩი – მეტი თავისუფლება განცხადებას ავრცელებს და აცხადებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ითხოვენ “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს.
„დღეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს გააკეთებინებს ჯადოს შსს-ზე.
ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხივაბია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.
ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს”, – ნათქვამია განცხადებაში.