ქართული ოცნები ყოფილი წევრი და ამჟამად ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძე,
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეზე ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს:
ეს რატი ბრეგაძე რატომ “იტენის” ესე ყველაფერს ვერ ვხვდები… მაგას თუ გონია, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, არ დადგება მაგის პასუხისმგებლობის საკითხი?!
თუ ის გონია, რომ “ოცნებიდან” ვინმე დაიცავვს?
ან გონია, რომ მაგის გამო ან ღარიბაშვილი ან ვინმე მთავრობიდან აიღებს პასუხისმგებლობას და მაგას გადაეფარება?
თუ ის გონია, რომ ვინმე ფულს დახარჯავს და აქციებს “რატი მაგარიას” დააფინანასებს?
ერთ კვირაში არავის ეხსომება რა ბედი ეწია რატის.
ვინც ოცნებიდან წამოსულია და შეხება ქონდა ზედა რგოლებთან, ხომ ყველამ კარგად იცის, “გაჭირვების” დროს როგორ წირავენ თავისიანებს… და ეს ყველაფერი ხომ თვითონაც კარგად იცის….
პ.ს. მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარი, ძაან ბევრ შავ თემაზე “აწერს ხელს” და რატომ, ეგაა გასაკვირი!
წერს გიორგი ყუფარაძე