ა/ო “სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი ყუფარაძეთავის facebook გვერდზე, რუსეთთან ფრენებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას ეხმიანება:
“სარგებელი მოაქვს რუსების შემოსვლასო…
სარგებელი კი არა, ქართველი თავისივე ქვეყანაში სტუმრად აქციეს.
ეგრევე ყველაფერი გაძვირდა მაგათ დეზერტირების შემოშვების გამო და ეხლა შემოფრენილებიც რომ დაემატებიან ხო საერთოდ კატასტროფა იქნება.
ბინების ყიდვასაც ვეღარ ახერხებს ქართველი ძლივს მოგროვებული ფულით, ქირა კი 1000$-ად და დარჩნენ სტუდენტები ბინების გარეშე, სადმე დასასვენებლად გინდა წასვლა, ყველგან ხუთჯერ არის ყველაფერი გაძვირებული, გეგონება მონტე კარლოში ჩადიოდე, საკუთარ ქვეყანაში ქართველი ვერ შედის აშენებულ და განათებული ბათუმის სასტუმროებში და ვერც რესტორნებში, 2 წლის უკან თუ საშუალოდ 1500-2000₾ იყო საკმარის დასასვენებლად, ეხლა 9000 აღარაა საკმარისი…
ის ეკონომიკური დუღილი მხოლოდ ჩინოვნიკებს და მათ ნათესავებს დაეტყო თორე, ჩვეულებრივ მოქალაქეს ყველაფერი გაუძვირდა და შემოსავალიც კი დააკლდა.
ხოდა რა მინდოდა მეთქვა… გად@@@@ით ერთმანეთს რუსების მოყვარებლებო და ხელგაშლილად დამხვედრებო.”