„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“–ს თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძე, ურეკის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა ძლიერ ინსტიტუტებია, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოები. სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართულია პოლიციის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დაკნინებისკენ.
ურეკის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტი პირდაპირი მნიშვნელობით გახლდათ სახელმწიფო ორგანოზე შეტევა, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ინციდენტში მონაწილე პირების გათავისუფლებას რაც შეეხება, ამ ქმედებით პირდაპირ სილა გააწნეს ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებს, თანაც სახელმწიფოს სახელით, კობახიძის „სასამართლო კლანმა“ და პროკურატურამ.
აშკარად გამოჩნდა ის, რომ პოლიციელს სახელმწიფო არ და ვერ იცავს, შესაბამისად ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია თავისი „სკამის“ გადარჩენა, რის გამოც პირდაპირ ურიგდება კრიმინილებს. როგორც ჩანს, ამ პიროვნებებისა და მათი გარემოცვისგან „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ მხარდაჭერას მოელის. მსგავსი მაგალითები ჩვენ ყველას ბევრჯერ გვინახავს.
ძალიან საიტერსოა ვახტანგ გომელაურის პოზიცია რა იყო ამ საკითხთან დკავშირებით, ვინაიდან პოლიციელის მუნდირის დამცველი პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს.