გიორგი გახარია: უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა – დიახ, ძალადობის ის ესთეტიკა, რომელზეც უარი არ იყო ნათქვამი, ოცნების შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქობულეთში, პარტია “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა ნებისმიერი სახის ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, აქ მრავალწერტილი და მაგრამ არ არსებობს, აქ არის ჩვეულებრივი წერტილი – ძალადობა მიუღებელია. მე მინდა აქცენტი გავაკეთო – ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, სამწუხაროდ , რაც ჩემთვის არის უდიდესი იმედგაცრუება, დღეს უბრალოდ ვხედავ გარემოს, როდესაც ოცნების დღევანდელი ბოსები – ხელმძღვანელობა და ნაციონალური მოძრაობა, შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს, ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს – ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია. ყველასთვის ვამბობ , ზოგიერთმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს , რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა – დიახ , ის ესთეტიკა ძალადობის, რომელზეც უარი არ იყო ნათქვამი რა თქმა უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ოცნების შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ახასიათებს ამ პარტიას სამწუხაროდ დღეს, მის ხელმძღვანელობას, რომელიც ასაზრდოებს”. – განაცხადა გიორგი გახარიამ