გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე:
„მძიმეა მართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა. გულწრფელად ვდარდობ რეაქციებზე, რაც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრებს მოყვეს. ველი სიტუაციის დამძიმებას!:)
ვცდილობ, დავინახო მცირედი განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდასა და 2011-2012 წლებში მოქმედი “რეალ ტვ”- ის მცდელობებს შორის!“