გამოსახლება კეკელიძის ქუჩაზე – წიხლები გვირტყეს, ცხვირი გამიტეხეს, თმებით გვითრიეს

სავარაუდოდ გაზით  მოწამლული მოქალაქეები, პოლიციელები  და ათობით დაკავებული – ამ შედეგით  დასრულდა ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების.

ეკელიძის ქუჩაზე დიდი პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად ხუთ სულიანი ოჯახი სახლიდან იძულებით გამოიყვანეს. ახლა ბინიდან მათი ნივთების გამოტანა  ხდება.  ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც, რადგან პოლიციასა და შეკრებილებს შორის შტეკერების დროს რამდენიმე პირი დაშავდა.

“აღსრულების პოლიციამ ცხვირი გამიტეხა, ისეთ ადამიანს აკავებდნენ, რომელიც უბრალოდ სახლში იჯდა, რასაც შევეწინააღმდეგე, რა დროსაც დამითრიეს, ჩანთა გამიხიეს, წრეში მომაქციეს და წიხლების და მუშტების რტყმით, სახლიდან გამომაგდეს”- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული. 

ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე საუბრობს კიდევ ერთი დაშავებული. მოქალაქის მტკიცებით, ის და კიდევ ერთი გოგო აღსრულების პოლიციამ “თმებით ითრია”:

“კარგად მახსოვს, რომ თმებში ჩაგვებღაუჭნენ, ხელზე დაზიანება ჯკივიღე და ასე გამათრიეს”- ამბობს ახალგაზრდა ქალი. 

მსგავსი სიახლეები