გაერო მსოფლიოში მასობრივ შიმშილს პროგნოზირებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მსოფლიოში მასობრივი შიმშილისა და სურსათის კრიზისის საფრთხე გამოაცხადა.

 

ამის შესახებ გუტიერეში Twitter-ზე წერს.

 

მისი თქმით, უკრაინის ომმა უკვე შეაფერხა პროდუქციის მიწოდება.

 

“უკრაინის ომმა უკვე შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები და იწვევს საწვავის, სურსათისა და ტრანსპორტის ფასების ზრდას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები სისტემის გლობალური კოლაფსი”, – წერს გუტიერეში.

მსგავსი სიახლეები