ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გუშინ ღამე ქუჩური გარჩევის დროს 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა. როგორც ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან, 112 გამოიძახეს, თუმცა  სასწრაფო არ მოვიდა, რის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა დაჭრილი  თავად გადაიყვანა  საავადმყოფოში. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც გაირკვა სისხლიანი გარჩევა ბოლნისში მიტოვებულ სახლში მოხდა. ჩხუბში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივებმა 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიანი დაპირისპირების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, თუმცა მას საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად უცნობია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ დროისთვის პოლიციას დამნაშავეების იდენტიფიცირება არ მოუხდენია. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ ჩხუბში მონაწილე პირებს.

გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: TVPIRVELI.GE

მსგავსი სიახლეები