ბატონო კახა, დიდი უბედურება ისაა გენ. პროკურორო “ეფ ეს ბეს” აგენტი რომ არის

„არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი“ – სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს

 

აქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც უნდა ამას დღეს იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზე არის. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“

მსგავსი სიახლეები