ბაკურიანში კოხტა გორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა. როგორც Bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, დაშავებული არავინაა. მეხის დაცემამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დაზიანებას, ამ ეტაპზე მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.
ცნობისთვის, ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი მუშაობს, მათ შორისაა კოხტა გორის საბაგირო შუალედური სადგურით. დღევანდელი ინციდენტი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა.
წყარო: bm.ge