ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ უძილაური აშშ-ში გაიქცა, ის წლების მანძილზე იკავებდა ახმეტისა და თიანეთის პოლიციის უფროსის თანამდებობას.
როგორც ცნობილია უძილაურმა უკვე მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.
უძილაური ამ დროისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოლო 6 თვის მანძილზე 100 000 ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
სამი წლის წინ საფრანგეთში გაიქცა ასევე ახმეტის საკრებულოს დეპუტატიც რომელიც ხელისუფლების გუნდიდან იყო წარდგენილი ქართული ოცნების კანდიდატად.
წყარო: metronome.ge