ახალი ფოტოები: რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ჩავიდა. ამავდროულად, ვრცელდება 19 იანვარს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელიც გვიჩვენებს უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციასა და წვრთნებს. ბევრი შიშობს, რომ ეს რუსული იერიშის საწინდარია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს მართავს ევროპელ მოკავშირეებთან, საყოველთაო შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ძალიან მოკლე დროში“ შეიჭრას. მოსკოვი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის რაიმე გეგმას და ნატოს ადანაშაულებს – რუსეთში ფიქრობენ, რომ უკრაინის ალიანსის წევრად მიღებასა და იქ შეტევითი იარაღის განთავსებას აპირებენ.